რეზონანსი
16.07.2025

"ორ პარტიას დაავალეს არჩევნებში მონაწილეობა, ორ პარტიას არ დაავალეს, ვინაიდან რებრენდინგი ხდება "ნაციონალური მოძრაობის" და გარე უფროსებს სურთ, რომ გამიჯნონ "ლელოს" და გახარიას პარტია "ნაციონალური მოძრაობისა" და "ახალისგან," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის "ლელო-ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმს გამოეხმაურა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ოპოზიციაში ხელოვნური დაძაბულობაა, რადგან საზოგადოების თვალში პარტიების გამიჯვნა მოხდეს.

"თავიდანვე ვსაუბრობდით იმაზე, რომ მიიღებენ ისინი დავალებებს და მაინც მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამ შემთხვევაში იკვეთება კონფიგურაცია შემდეგნაირად, რომელიც, საბოლოოდ, როგორ დალაგდება ცოტა ხანში შევიტყობთ. ორ პარტიას დაავალეს არჩევნებში მონაწილეობა, ორ პარტიას არ დაავალეს, ვინაიდან რებრენდინგი ხდება "ნაციონალური მოძრაობის" და გარე უფროსებს სურთ, რომ გამიჯნონ "ლელოს" და გახარიას პარტია "ნაციონალური მოძრაობისა" და "ახალისგან," ვინაიდან "ახალიც" ვერ შეასაღეს ჩვენ მოქალაქეებს, რომ თითქოს რაღაც ახალ ძალას წარმოადგენს. რჩებიან ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეები, ვისაც აღქმული ბოლომდე არ აქვთ, რომ ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის პარტიაც ზუსტად იგივე ვერტიკალიდან იმართებიან და დავალებებს იღებენ გლობალური ომის პარტიისგან, ე.წ. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველებისგან.

შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ფსონს ამ ორ პარტიაზე აკეთებენ. ხელოვნური სპექტაკლები და ხელოვნური დაძაბულობაა, რომ უფრო და უფრო გამიჯნონ მოქალაქეების თვალში. თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი გამოუვათ, ვინაიდან ჩვენს მოქალაქეებს ძალიან კარგად ახსოვთ, თუ როგორ სინქრონში მოქმედებდა ეს ოთხი რადიკალური პარტია", - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×