რეზონანსი
16.07.2025

ქვეყანას ეუბნებიან, ჩაიკეტე, ბლოკადაში მოექეციო, „დიფ სთეითის“ აქაური წარმომადგენლების მიზანია, ვითარება რაც შეიძლება დამძიმდეს, რომ მათთვის სასურველი შედეგი დააყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი მიზანმიმართულია ზეწოლისა და პოლიტიკური შანტაჟისკენ.

„ეს არის პირდაპირი შანტაჟი. გვეუბნებიან, რომ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან, ჩინეთთან და თურქეთთან, რომელთაც არ აქვთ თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ყველასთან სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ. ქვეყანას ეუბნებიან, ჩაიკეტე, ბლოკადაში მოექეციო. „დიფ სთეითის“ აქაური წარმომადგენლები გვეუბნებიან, რატომ გაქვთ სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთანო. მიზანია, ქვეყანა არ განვითარდეს და ვითარება რაც შეიძლება დამძიმდეს, რომ მათთვის სასურველი შედეგი დააყენონ. თუ იქნება სიღარიბე და სიდუხჭირე, ეკონომიკა არ განვითარდება. ბუნებრივია, ასეთ პირობებში რევოლუციური მოვლენების განვითარება ადვილია.

შანტაჟის ენით გველაპარაკებიან და სად არის სამართლიანობა? როცა სავიზო რეჟიმი მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლა ბევრ ქვეყანასთან გვქონდა, მაგრამ მაშინ ეს პრობლემა არ იყო. ჩვენ შენგენის ქვეყანა არ ვართ და ჩვენგან ადამიანი ევროპაში ვერ შევა, თუ ვიზა არ აქვს. საქართველოს პირდაპირი კორელაცია არ აქვს საქართველოს გავლით ევროპაში შეღწევადობასთან. ევროპასთან არც სახმელეთო საზღვარი გვაქვს, რომ რამენაირად მათი გადასვლა თუ გადაპარვა მოხდეს. ასეთი მოცემულობა არ არის, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ქვეყანა ჩავკეტოთ, არ განვითარდეთ და თავისუფალი მიმოსვლა არ გვქონდეს. გვინდა, რომ მთელ მსოფლიოსთან თავისუფალი მიმოსვლა გვქონდეს. ევროპა ამის წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს, ეს წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი მიზანმიმართულია ზეწოლისა და პოლიტიკური შანტაჟისკენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×