რეზონანსი
17.07.2025

"მთავარი არხის" იურისტის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება ნიკა გვარამიასთვის ახალი, "პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების წარდგენაა". 

პროკურატურა ამ შემთხვევაში არის რეჟიმის ნების აღმსრულებელი. რა შეიძლება იყოს რეჟიმის პოლიტიკური ამოცანა - ამის გამოცნობა არ არის მარტივი ამბავი იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან არაადეკვატურად იქცევიან. თუმცა, ყველაზე სავარაუდო სცენარად, ბუნებრივია, გამოიყურება ის, რომ მათ ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება წარუდგინონ "მთავარი არხის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და ახლა უკვე ამ საქმეზე განახორციელონ მისი პოლიტიკური დევნა. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ პროკურატურა შემოვიდა "მთავარ არხში" ისეთი აბსურდული საჩივრის საფუძველზე, როგორიც ოქუაშვილის დანიშნულ დირექტორს ჰქონდა წარდგენილი, უკვე მიანიშნებს, რომ ისინი არ არიან მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიების დაწყების საფუძველიც კი არ იარსებებდა, არათუ "მთავარ არხში" შესვლის და იქიდან დოკუმენტაციის ამოღების," - განაცხადა საძაგლიშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ, გენერალურმა პროკურატურამ "მთავარი არხის"და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, განჩინებები ჩააბარა და დოკუმენტების გადასაცემად გონივრული ვადა დაუწესა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×