
ადიგენში, სოფელ ფხეროში 34 წლის კაცი მეზობელმა მოკლა. შსს-მ იგი უკვე დააკავა.
მომხდარის შესახებ „დაიჯესტი“ ადგილობრივებს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ მკვლელობაში
ეჭვმიტანილს და დაღუპულს კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ, მათ წარსულში ძაღლთან დაკავშირებული კონფლიქტი ჰქონდათ:
„ერთი ქალის გასვენება იყო, იქ მოხდა ეს ამბავი, დანით მოკლა, გულში ჩაარჭო. ადრე შელაპარაკება ჰქონდათ ძაღლზე, დამუქრებია მოგკლავ ერთხელო.
სავარაუდოდ დაგეგმილი ჰქონდა, ძალიან დიდი დანა ჰქონია წაღებული, თან კარგად გალესილი“, - ამბობს ადგილობრივი „დაიჯესტთან“ საუბრისას.
„მოკლული ძალიან კარგი ბიჭი იყო, პატიოსანი, კეთილი. მკვლელთან თითქმის არავის ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ფსიქიკურადაც მგონი არ იყო კარგად“, - აღნიშნა კიდევ ერთმა მცხოვრებმა.
წყარო: "დაიჯესტი"