რეზონანსი
17.07.2025

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამაც" მიმართა.

მანამდე საარჩევნო ნომრის შენარჩუნების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „კოალიციამ ცვლილებისთვის" მიმართა.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საარჩევნო კოდექსში" 2021 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის რიგითი (საარჩევნო ნომრის) შენარჩუნებისთვის პოლიტიკური პარტია ვალდებულია, განცხადებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს საარჩევნო წლის 17 ივლისისა.

„სხვა შემთხვევაში, კანონში ბუნდოვანი განმარტებიდან გამომდინარე, პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება დაკარგოს საარჩევნო ნომერი. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის განაცხადი მომავალში საარჩევნო ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამთ, აღნიშნული ფორმალური პროცედურები არცერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი, გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში მონაწილეობასთან", - ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×