რეზონანსი
18.07.2025

სამტრედიაში 22 წლის რეზო რუხაძეს ეძებენ. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა სახლიდან, სოფელ იანეთიდან, გუშინ, დაახლოებით, 12 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 571- 222- 943, ან შეატყობინეთ პოლიციას.

დაკარგული ბიჭის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი და.

„ჩემი ძმა, რეზო რუხაძე, 22 წლის, გუშინ, დაახლოებით 12 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. არანაირი კავშირი არ გვაქვს მასთან. მისამართი, საიდანაც გავიდა: სამტრედიის რაიონი სოფელი იანეთი.

აღნაგობა: საშუალო სიმაღლის შავთმიანი ბიჭი. ეცვა შავი შარვალი, შავი ან მწვანე ზედა, ასევე აქვს სამხედრო დიდი ზომის ზურგზაგი.

თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, თუ ნახეთ ან შეამჩნიეთ სადმე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დაუყოვნებლივ: 571 222 943

გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. თქვენი ერთ-ერთი გაზიარება შეიძლება გადამწყვეტი იყოს", - წერს დაკარგული ბიჭის და. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×