რეზონანსი
18.07.2025

პრემიერ-მინისტრი მოლდოვასა და საქართველოს შორის არსებულ განსხვავებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე საუბრობს.

ირაკლი კობახიძე ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ ყალბი რიტორიკა წარმოებდა, მაშინ როდესაც არავის დაუსვამს კითხვები მოლდოვასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოლდოვას არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის, არც რეზოლუციებს შეუერთდა და რჩება დსთ-ს წევრად.

„რაც შეეხება საქართველოს და მოლდოვას შედარებას, შესადარებელიც არაფერია. ეკონომიკური კუთხით გვაქვს სრულიად სხვა ტენდენციები მოლდოვასთან შედარებით. მაგალითისთვის, ყველაზე მარტივი მაჩვენებელი, რომ ვთქვათ ბოლო 4 წლის განმავლობაში სხვაობა ჩვენს ეკონომიკებს შორის გაიზარდა 11.1 მილიარდი დოლარით. ბიუჯეტებს შორის სხვაობა დაახლოებით 3 მილიარდით გაიზარდა საქართველოს და მოლდოვას შორის. წარმოუდგენელი განსხვავებაა ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს შორის. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი მოლდოვაში არის მათ შორის იმის გამოძახილიც, რომ მოლდოვას არ აქვს დემოკრატია. ადამიანის უფლებები არის უკიდურესად სუსტად დაცული, სახელმწიფო ინსტიტუტები არის უკიდურესად სუსტი. მაგრამ მოლდოვასთან დაკავშირებით არავის შენიშვნები არ აქვს. მათ შორის არავის არ აქვს შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვა რჩება დსთ-ს წევრ ქვეყანას. მოლდოვა არ შეუერთდა არა ერთ რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველო შეუერთდა. ამაზე კითხვები არ აქვს არავის, როდესაც სანქციები არ დაუწესა მოლდოვამ რუსეთის ფედერაციას ამასთან დაკავშირებითაც არავის დაუსვამს კითხვები. აშკარაა ორმაგი სტანდარტი. ჩვენს მიმართ იყო კონკრეტული ინტერესი - „მეორე ფრონტის" გახსნა. იგივე ინტერესი არ იყო მოლდოვის მიმართ მათ შორის ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მოლდოვას არ ჰყავს ჯარი. მხოლოდ ამით აიხსნება ეს ორმაგი სტანდარტი, რომელიც არის სრულიად თვალსაჩინო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×