რეზონანსი
18.07.2025

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონის გაუქმებას იმიტომ ითხოვს, რომ მათ უნდათ კაცს შეეძლოს გახდეს ქალი და ქალს შეეძლოს გახდეს კაცი, სახელმწიფომ უნდა დაუშვას კაცს და კაცს, ქალს და ქალს შორის ქორწინება, პირადობის მოწმობაში უნდა მიეთითოს ის სქესი, რომელსაც ადამიანი მოისურვებს.

პაპუაშვილის განმარტებით, „ოჯახური ღირებულებების" შესახებ ქართული კანონის არსი არის ის, რომ კაცი ვერ გახდება ქალი და ქალი ვერ გახდება კაცი, სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ კაცს და ქალს შორის ქორწინებას.

„კარგად რომ გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა.

რა არის „ოჯახური ღირებულებების" შესახებ ქართული კანონის არსი:

▪️კაცი ვერ გახდება ქალი და ქალი ვერ გახდება კაცი. სქესი ბიოლოგიური მოცემულობაა და არა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი.

▪️სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ კაცს და ქალს შორის ქორწინებას.

▪️პირადობის მოწმობაში მიეთითება მხოლოდ ბიოლოგიური სქესი, და არა პირის ფანტაზიის ნაყოფი.

▪️არ დაიშვება ბაღებში, სკოლებში, მასმედიით ლგბტ და ინცესტის პროპაგანდა.

რატომ მოითხოვს ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონის სრულად გაუქმებას:

▪️კაცს უნდა შეეძლოს გახდეს ქალი და ქალს უნდა შეეძლოს გახდეს კაცი. სქესი არა ბიოლოგიური მოცემულობით, არამედ ადამიანის სურვილით უნდა იყოს.

▪️სახელმწიფომ უნდა დაუშვას კაცს და კაცს, ქალს და ქალს შორის ქორწინება.

▪️პირადობის მოწმობაში უნდა მიეთითოს ის სქესი, რომელსაც ადამიანი მოისურვებს.

▪️დაშვებული უნდა იყოს ბაღებში, სკოლებში, მასმედიაში ლგბტ და ინცესტის პროპაგანდა", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×