
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას არ გამორიცხავს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ 2004-ში როდესაც ბუდაპეშტი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა, ბრიუსელი სხვანაირი იყო. მაშინ ევროკავშირი არ კარნახობდა სხვა ქვეყნებს როგორი დამოკიდებულება ჰქონოდათ მიგრაციის, გენდერის, ან კონფლიქტებში მონაწილეობის მიმართ.
ორბანის თქმით, ამ ეტაპზე ბლოკის დატოვებას არ განიხილავს, თუმცა აცხადებს, რომ ამ საკითხს გადახედავს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრობა უნგრელი ხალხისთვის ღირებულებას დაკარგავს.
უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის საუკეთესო გამოსავალი ევროკავშირის რეფორმისთვის შიგნიდან ბრძოლაა.