რეზონანსი
18.07.2025

რუსეთმა გამოიმუშავა იმუნიტეტი და ადაპტირდა სანქციების მიმართ, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღებას.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ხელისუფლება გააანალიზებს სანქციების ახლა პაკეტს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მისი შედეგები.

„ჩვენ სანქციებისგან გარკვეული იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, ჩვენ ადაპტაცია მოვახდინეთ სანქციების პირობებში ცხოვრების მიმართ", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ევროკავშირის სანქციებს უკანონოდ მიიჩნევს.

„ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ ევროპის საკმაოდ თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მსგავსი ცალმხრივი შეზღუდვები უკანონოდ მიგვაჩნია , გამოვდივართ მათ წინააღმდეგ", - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, ევროკავშირის დამტკიცებული სანქციების მე-18 პაკეტი ერთ-ერთი უმკაცრესია, რაც აქამდე რუსეთის წინააღმდეგ მიუღიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×