რეზონანსი
18.07.2025

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ამერიკელები ევროპას შორდებიან და ყურადღება აზიის ქვეყნებისკენ გადააქვთ. ამის შესახებ მერცმა „ბიბისისთან" ინტერვიუში ისაუბრა.

„მე ვაკვირდები, რომ ამერიკელები წლების განმავლობაში შორდებიან ევროპას და მიმართულებას აზიისკენ იღებენ. როგორც ამას უწოდებენ, „აზიისკენ მიბრუნება" ხდება. მსოფლიოში არის სხვა რეგიონები, რომლებშიც ამერიკა უფრო დაინტერესებულია. ისინი ძალიან მწვავე კონკურენციაში არიან ჩინეთთან. ამიტომ ამერიკელები გვეუბნებიან, თქვენ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად იზრუნეთო და ჩვენც ამას ვაკეთებთ, - აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ ამერიკელ კოლეგებთან ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს და მათ რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრა გამართეს. მერცის თქმით, განხილვის მთავარი თემებია უკრაინის კონფლიქტი და ამერიკა-ევროპის შორის ვაჭრობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×