რეზონანსი
18.07.2025

გიორგი ბაჩიაშვილმა ციხეში მისი ცემის შემდეგ პირველი ჩვენება მისცა - მასთან ცემიდან მეექვსე დღეს არა პროკურორი, არამედ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებელი შევიდა და  პატიმრისგან მოისმინა ციხის საკანში თავდასხმის დეტალები. 

მთავარი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია - ამოღებული და დაარქივებულია, თუ არა, როგორც საკანში ისე დერეფნებში არსებული კამერების ჩანაწერები? - გამომძიებელმა დღეს დაზარალებულ ბაჩიაშვილს და მის ადვოკატებს კონკრეტული პასუხი ვერ გასცა. არადა, 12 ივლისს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამომძიებლებმა, ბაჩიაშვილის სისხლიანი ტანსაცმელი წაიღეს და ვიდეოჩანაწერების ამოღებაც შეეძლოთ. 

იუსტიციის სამინსიტროს მიერ გაცრხელებული ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოს ექიმი ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილთან ერთად ნაცემია თავდამსხმელიც, რომელიც ასევე ციხის საავადმყოფოშია მოთავსებული.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×