რეზონანსი
18.07.2025

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას მოუწევს, გამოძიების ფარგლებში, კითხვებს პასუხი გასცეს.

„რა ვიცით და რა ვნახეთ ჩვენ კონკრეტულად ივნისში? - ერთ მხარეს იდგა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ძალადობდა, ხოლო მეორე მხრივ, იყო ისევ და ისევ გარედან მართული გიორგი გახარია, რომელიც თვითონვე ამბობს, რომ სრულად იღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას. ახლა მას მოუწევს, რომ გამოძიების ფარგლებში, რაზე აიღო პასუხისმგებლობა ამ კითხვას გასცეს პასუხი“, - განაცხადა გორდულაძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის გამზირზე დღესაც მიმდინარეობდა. პროცესში 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულები მონაწილეობდნენ.

პროკურატურის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×