რეზონანსი
19.07.2025

„ქართული ოცნება" ევროკავშირის მოთხოვნას შანტაჟს უწოდებს. საუბარია იმ რვა რეკომენდაციაზე, რომელიც ბრიუსელმა თბილისს გამოუგზავნა, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი უვიზო რეჟიმის შეჩერება დააანონსა. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება. თბილისი კი არგუმენტებს ითხოვს. მმართველი გუნდი სვამს კითხვას - რა კავშირშია ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ოჯახური ღირებულებების დაცვის და გამჭვირვალობის კანონებთან?.

ამასთან, მმართველი გუნდი შანტაჟზე საუბრობს, „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და ქართველი ხალხის მისამართით მოწოდებებს აკეთებს:

„ეს არის იგივე შანტაჟი, მათ იციან, რომ ამას ჩვენთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ქართველი ხალხი თვლის, რომ საქართველოს მომავალს დიდი საფრთხე მიადგება, შეიძლება დამღუპველი ზემოქმედება მოახდინოს, თუ ამ კანონმდებლობას გვერდზე გადავდებთ და არ მივაქცევთ ყურადღებას რა ხდება ჩვენთან საქართველოში. ევროკავშირის ელჩი, რომელიც აქ არის პირდაპირ მოუწოდებს ქართველ ხალხს, ჩვენ მოგვისმინეთ და ის გააკეთეთ, თორემ საფრთხე გელითო - მეტი ჩარევა რა გინდათ,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×