რეზონანსი
19.07.2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრო-ბიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება. ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხელში, რისი გამოყენებაც მათ „ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ სურთ, რათა შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რომ მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი.

„ამ ყველაფრის ქვეტექსტი არის ის, რომ რაც შეიძლება მალე შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება, ეს იქნება რევოლუციური სცენარი, თუ შანტაჟის ენა. ახლა ეს მაქსიმალურად ბოლო ბერკეტი რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა და მეორე დღესვე გააჩაღონ ომის რუსეთთან, გახსნან მეორე ფრონტი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ და არ ვაპირებთ უკან არცერთი ნაბიჯის გადადგმას. ამაზე კონკრეტულად უპასუხა პრემიერ-მინისტრმა. ევროკომისია გამოქვეყნებული კანონით ითხოვს „გამჭვირვალობის" კანონის უკან გაწვევას და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" კანონის გაუქმებას, ამაზე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა კომენტარი, ყველა თანხა შემომავალი უცხოური, თუ ქართული უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. რაც შეეხება „ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონს აქ ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ამ იდეებსა და ტრადიციებზე დგას და მასზეა დაფუძნებული", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×