რეზონანსი
19.07.2025

კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ ეტყობა, ეს ძველი მენტალიტეტი ისევ მოჰყვებათ, რომ მტკიცების ტვირთი თავისი კი არ არის, ისევ იმ ადამიანის კისერზე გადადის, ვისაც რაღაც დააბრალეს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის Facebook-პოსტს, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მან ცილისწამებისთვის ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივლა.

„მიეჩვივნენ ადრე, რომ „მოდი, მე შენ დაგაბრალებ რაღაცას, ცილს დაგწამებ და ვინაიდან მტკიცების ტვირთი შენზეა მერე, ამტკიცე, რომ არ ხარ დინოზავრი ან ზვიგენი". კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ ეტყობა, ეს ძველი მენტალიტეტი ისევ მოჰყვებათ, რომ მტკიცების ტვირთი თავისი კი არ არის, ისევ იმ ადამიანის კისერზე გადადის, ვისაც რაღაც დააბრალეს. გადავიდნენ იმაზე, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ პირველ რიგში ამ [პარლამენტის დროებითი საგამოძიებო] კომისიის", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×