რეზონანსი
19.07.2025

რუსმა სამხედროებმა უკრაინის სუმის რეგიონში დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული ანალიტიკური პროექტის, „დიფ სთეითის" მონაცემებით, რუსეთის არმიამ სოფელი იაბლონოვკა დაიკავა და ასევე წინ წაიწია იუნაკოვკის, ხათნეგოს, რომანოვკისა და ტორეცკის მიმართულებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში 138 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კუპიანსკის მიმართულებით რუსეთმა სამი შეტევითი მოქმედება განახორციელა, ლიმანის მიმართულებით კი უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის 19 თავდასხმა მოიგერიეს.

როგორც მედია წერს, გუშინდელი დილიდან მოყოლებული, რუსეთის არმიამ ორჯერ შეუტია ბელაია გორას რაიონებს კრამატორსკის მიმართულებით, უკრაინულმა დანაყოფებმა ოკუპანტების ორივე შეტევა მოიგერიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×