რეზონანსი
19.07.2025

არა ფარსს, არა ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებს. ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი. მე არ მინდა, რომ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი წყვეტდეს ჩვენს მომავალს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა თსუ-ის პირველ კორპუსთან, საიდანაც პარლამენტისკენ მსვლელობა უნდა გაიმართოს.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, დღეს თსუ-ის ეზოში შეკრებილ მოქალაქეთა რაოდენობა და პოზიცია მოწმობს იმას, თუ რა სურს ხალხს.

„რეჟიმის მთავარი პროპაგანდაა, რომ თითქოს პროტესტი არ არის, ხალხი არ არის. სიცხის მიუხედავად, ნახეთ, რომ მთელი მოედანი სავსეა. ამ ქვეყანას პატრონად ჰყავს საქართველოს მოქალაქე, რეჟიმი კი ამბობს ასეთ რამეს, რომ თქვენ როგორც გინდათ ისე კი არ იცხოვრებთ, არამედ ივანიშვილს როგორც უნდა ისე იცხოვრებთ, ქართველ ხალხს რაც უნდა, ის კი არ უნდა გავაკეთოთ, ივანიშვილს რაც უნდა, ის გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ივანიშვილის მიხედვით უნდა ვიცხოვროთ თუ არა, ივანიშვილის, რომელიც გვეუბნება “არა ევროპას” , “არა განვითარებას, არა ცივილიზაციას”, თუ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს უნდა, იყოს დაცული, უსაფრთხოდ, საქართველო იყოს მშვიდობიანი და ძლიერი“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×