რეზონანსი
19.07.2025

პრეზიდენტი ტრამპი, ისევე როგორც ჩვენ, იზიარებს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებს. ის არის აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც არ დაუწყია ომი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე განაცხადა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი დაკავებულია საერთაშორისო უსაფრთხოების უფრო გლობალური საკითხებით, ის ინარჩუნებს თვალთახედვის არეალში სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციასაც.

„მისი ხელისუფლებაში ყოფნის მოკლე ვადაში ჩანს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ასრულებს ომებს და ჩვენ, პირადად, მადლობლები ვართ მისი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების მიღწევაში დახმარებისკენ სწრაფვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ის დაკავებულია საერთაშორისო უსაფრთხოების უფრო გლობალური საკითხებით, ის ინარჩუნებს თვალთახედვის არეალში სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციასაც. ჩვენ აზერბაიჯანში მრავალი მიზეზით მადლობელი ვართ, რომ მან გაიმარჯვა და ვუსურვებთ, რომ მან საქმე ბოლომდე მიიყვანოს, განსაკუთრებით, რაც შეეხება ვაშინგტონის ჭაობს, რომ ის ბოლომდე ამოაშროს“, – განაცხადა ალიევმა მედიაფორუმზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×