რეზონანსი
19.07.2025

პარლამენტისკენ მიმდინარე საპროტესტო მსვლელობისას აქციის მონაწილეებსა და მელიქიშვილის გამზირზე მყოფ რუსულ ენოვან მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც მსვლელობაზე მყოფი პირები აცხადებენ, გამვლელებმა, რომლებიც რუსულად საუბრობდნენ, მათ ჰკითხეს მიმდინარე აქციის მიზეზი, პასუხის მოსმენის შემდეგ კი პროტესტის მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკები გამოიყენეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დაპირისპირებაში პოლიცია ჩაერთო. სიტუაცია მალევე განიმუხტა, რის შემდეგად პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტისკენ მსვლელობა განაგრძეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×