
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება პოლიტიკური შეფასებებს თემაა. "ომში ჩართვის საფრთხე კი არ გაქრა, უფრო მძაფრი გახდა" - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად გაძლიერდა ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს და ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის.
პრემიერის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ახლა ევრობიუროკრატების ხელში ის ბოლო კოზირია, რომელმაც საზოგადოებაში წინასაარჩევნოდ ვნებათაღელვა უნდა გამოიწვიოს.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს.
"რეალურად დასავლეთს სურს, რომ ის ქვეყანა, რომელიც აღიქმება მის ნაწილად, იყოს დემოკრატიული სახელმწიფო და ამ ქვეყნის ხელისუფალი მეგობრობდეს და პარტნიორობდეს არა ავტორიტარული სამყაროს და ბანაკის ქვეყნებთან, არამედ დასავლური სამყაროს წარმომადგენლებთან და ქართველი ხალხი არ იყოს დაჩაგრული, ყველა სამოქალაქო, პოლიტიკური უფლება არ იყოს შეზღუდული", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.