რეზონანსი
20.07.2025

 ირანისა და რუსეთის საზღვაო ძალები მომავალ კვირაში კასპიის ზღვაში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ.

ერთობლივი საზღვაო სამაშველო და დახმარების წვრთნები, კოდური სახელწოდებით CASAREX 2025, კასპიის ზღვაში ორშაბათს, 21 ივლისს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება.

წვრთნებს ირანის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტი უმასპინძლებს, თემა კი იქნება „ერთად უსაფრთხო და დაცული კასპიის ზღვისთვის".

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" საზღვაო ძალების, ირანის ისლამური რესპუბლიკის სამართალდამცავი სარდლობისა და რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურეები.

წვრთნებში ასევე ჩაერთვებიან დამკვირვებლები კასპიის ზღვის სანაპირო ზოლის რამდენიმე სახელმწიფოდან. როგორც აღინიშნა, სამაშველო წვრთნები მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების ამაღლებასა და კასპიის ზღვის ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×