
დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას, - ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა „სიბიეს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
ლუტნიკმა განაცხადა, რომ ახლახან ესაუბრა სავაჭრო საკითხზე ევროპელ მომლაპარაკებლებს და აღნიშნა, რომ არსებობს შეთანხმებისთვის საკმარისი შესაძლებლობები.
„მსოფლიოში ორი უდიდესი სავაჭრო პარტნიორი ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას. დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით", - განაცხადა ლუტნიკმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ პირველი აგვისტოდან ევროკავშირისა და მექსიკისთვის 30%-იანი ტარიფები ამოქმედდება.
ლუტნიკის განმარტებით, ეს არის ძალიან მკაცრი ვადა.
„არაფერი უშლის ხელს ქვეყნებს ჩვენთან მოლაპარაკებების წარმოებაში პირველი აგვისტოს შემდეგაც, მაგრამ ისინი ტარიფების გადახდას პირველი აგვისტოდან დაიწყებენ", - განაცხადა ლუტნიკმა.