რეზონანსი
21.07.2025

გერმანია მალე მზად იქნება, უკრაინაში გაგზავნოს ბუნდესვერის შეიარაღებაში არსებული Patriot-ის ორი სისტემა. მათ თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან საჰაერო თავდაცვის ამ სისტემების ახლით ჩანაცვლებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიასა და აშშ-ს შორის შეთანხმება ითვალისწინებს გერმანული Patriot-ის ორი ბატარეის უკრაინაში გაგზავნას. მათ აშშ-ის სამრეწველო მარაგებიდან ჩაანაცვლებენ.

„გერმანელი და ამერიკელი ოფიციალური პირები Patriot-ის გარიგებასთან დაკავშირებული დარჩენილი საკითხების მოგვარებას აპირებენ, მათ შორის ამოწურული მარაგების შევსების ვადები“, - აცხადებს წყარო.

მათი თქმით, განცხადება შესაძლოა მიმდინარე კვირაში გაკეთდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×