რეზონანსი
21.07.2025

მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს "ბათუმელებზე" - ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე, რომელიც დააარსა პოლიტპატიმარმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, "ქართული ოცნება სახელმწიფო ინსტიტუტებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის კიდევ ერთხელ იყენებს".

„ამჯერად, შემოსავლების სამსახურს, რომელიც ანგარიშსწორების იარაღად აქცია, მაშინ როცა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პროპაგანდისტულ მედიებს შესაძლებლობა ეძლევათ, უპრობლემოდ დააგროვონ ათეულობით მილიონი ლარის საგადასახადო ვალი.

ეს არ არის ფინანსური დავა - ეს არის პირდაპირი შეტევა მედიის თავისუფლებაზე და პირადი ანგარიშსწორება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, ჩაქრეს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საქართველოში", - წერს გახარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×