რეზონანსი
21.07.2025

 "ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია - იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა" - რიკარდ იოზვიაკი

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის სა­კი­თხი ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ევ­რო­პის ბი­უ­როს რე­დაქ­ტო­რის რი­კარდ იოზ­ვი­ა­კის სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ხელ­წო­დე­ბით, "ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით მკაც­რად სა­უბ­რობს - მაგ­რამ რბი­ლად მოქ­მე­დებს".

რი­კარდ იოზ­ვი­ა­კი წერს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა 15 ივ­ლისს ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით "რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერ მი­ი­ღეს".

"თუმ­ცა, ევ­რო­კო­მი­სი­ამ თბი­ლისს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც გა­აფრ­თხი­ლა, რომ თუ აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბა არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ჩერ­დეს. კი­თხვა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, თუ რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლია ეს სა­ბო­ლოო ვადა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა შე­იც­ვლის თუ არა კურსს და რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლია ბრი­უ­სე­ლის ნება, რომ იმოქ­მე­დოს, თუ თბი­ლი­სი კურსს არ შე­იც­ვლის?", - წერს იოზ­ვი­ა­კი.

მისი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე თა­ვი­დან­ვე ნა­თე­ლი იყო, რომ სან­ქცი­ე­ბი და ორი ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლის­თვის აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვა და მი­მოს­ვლის აკ­რძალ­ვა არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რად­გან უნ­გრეთ­მა და სლო­ვა­კეთ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი ამას მხარს არ და­უ­ჭერ­დნენ.

"გა­საკ­ვი­რია, რომ ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის გა­და­ხედ­ვის და­წყე­ბის არა­ნა­ი­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ყო­ფი­ლა. რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს იმი­სა, რომ მი­ნის­ტრე­ბი ამ სა­კითხს ოქ­ტომ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რის დროს და­უბ­რუნ­დნენ. ასე რომ, თბი­ლის­ზე ზე­წო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დარ­ჩე­ნილ ვა­რი­ან­ტად ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა რჩე­ბა, ნა­ბი­ჯი, რომ­ლის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლა­დაც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო", - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

იოზ­ვი­ა­კი წერს, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "მსგავ­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩნდე­ბა, თუმ­ცა წევ­რებს შო­რის სა­კი­თხი არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია".

"იტა­ლი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით რვა წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო ამის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ა­ყე­ნებს ზი­ანს და ამ­რი­გად, არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი იქ­ნე­ბა", - წერს რი­კარდ იოზ­ვი­ა­კი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×