რეზონანსი
22.07.2025

სოფელ გომაროში ღვარცოფის შედეგად, ერთი სახლი დაიტბორა, ადგილზე მუშაობს სამაშველო ჯგუფი. მერის წარმომადგენლის განცხადებით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. რამდენიმე ოჯახი უსაფრთხოების მიზნით სახლებიდან გაიყვანეს.

„ძლიერი წვიმის შედეგად, მთიდან წამოვიდა დიდი მდინარე და ხევში ქვა–ღორღი ჩამოიტანა. მერიამ გამოუშვა ტექნიკა და ვასუფთავებთ გზას. ერთ სახლში შევარდა ღვარცოფი. სამაშველო ჯგუფი მუშაობს, წყალი ამოტუმბეს უკვე. გზაც გაიხსნა. არავინ არ დაშვებულა. რამდენიმე ოჯახი ღამეს მეზობელთან გაათევს, რადგან არ ვიცით, შეიძლება სტიქია განმეორდეს, უსაფრთხოების მიზნით მოვიქეცით ასე“,– ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სოფელ გომაროში მერის წარმომადგენელი ამირან მიქელაძე.  

 ადგილობრივების განცხადებით, ძლიერი ღვარცოფის შედეგად, რამდენიმე ოჯახთან მისასვლელი გზა იყო ჩაკეტილი.

"ქვა–ღორღი ჩამოიტანა, სოფლის ბოლოში, დასახლებული ადგილია, დაშვებული არავინაა. გზა იყო ჩაკეტილი სადაც ხუთი–ექვსი ოჯახი ცხოვრობს. ადგილზეა ტექნიკა მერიიდან და მუშაობენ“, – განაცხადეს ადგილობრივებმა.

სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×