რეზონანსი
22.07.2025

ევროპაში და გარშემო მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ნათელია, რომ ევროკავშირს სჭირდება თურქეთის მსგავსი დინამიკური და გამოსავალზე ორიენტირებული წევრი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

თურქეთის ლიდერის თქმით, ევროკავშირი არ უნდა ელოდოს ერთ დღესაც თურქეთთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების აღდგენას.

„ველოდებით, ისინი გააცნობიერებენ, რომ შეუძლებელია ურთიერთობების განვითარება ორაზროვანი დამოკიდებულების შენარჩუნებით, რაც აქამდე არაერთხელ გვინახავს. ევროპაში და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების, ასევე ევროკავშირის შიგნით აზრთა სხვადასხვაობების გათვალისწინებით, ნათელი გახდება, რომ ევროკავშირს სჭირდება დინამიკური და გამოსავალზე ორიენტირებული წევრი, როგორიც თურქეთია“, – განაცხადა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თავად თურქეთი სრული წევრობისთვის მზად არის.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოძველებული, აკვიატებული პოლიტიკური შეხედულებებისგან გათავისუფლება შესაძლოა, გახდეს ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირისთვის ახალ ერას გახსნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×