რეზონანსი
22.07.2025

სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსული მხარე სასწაულ გარღვევას არ ელოდება. ამის შესახებ მედიას კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„მოდით, პირდაპირ ვთქვათ: უკრაინის საკითხის დარეგულირების თემა იმდენად რთულია, რომ გაცვლაზე და ცხედრების დაბრუნებაზე შეთანხმებების მიღწევა უკვე შედეგია. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში მე არ გავიზიარებდი თქვენს სკეპტიციზმს. რა თქმა უნდა, სასწაულის მსგავსი გარღვევის იმედის არანაირი საფუძველი არ არის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში ეს შესაძლებელია", - აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი აპირებს, კვლავ გააგრძელოს თავისი ინტერესების განხორციელება და თავდაპირველად დასახული ამოცანების შესრულება.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×