რეზონანსი
22.07.2025

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ „იუნესკოს" შემადგენლობიდან გადის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „იუნესკოს" შემადგენლობიდან გასვლის შესახებ გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის დირექტორს, ოდრი აზულეს აცნობა.

„იუნესკოს საქმიანობაში მონაწილეობის გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში არ შედის. იუნესკო განხეთქილების გამომწვევი სოციალური და კულტურული იდეების პოპულარიზაციის მიზნით მუშაობს, ზედმეტ ყურადღებას ამახვილებს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე, საერთაშორისო განვითარების გლობალისტურ და იდეოლოგიურ პროგრამაზე, რომელიც ჩვენს საგარეო პოლიტიკას, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა", ეწინააღმდეგება", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აშშ „იუნესკოს" შემადგენლობას ოფიციალურად 2026 წლის 31 დეკემბერს დატოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×