რეზონანსი
22.07.2025

ჩოხატაური-ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გადაადგილება თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, დაბა ბახმაროში ძლიერი წვიმის გამო შექმნილ პრობლემებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავასთან ერთად გაეცნო.

„დაბა ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოების მიზნით დროულად იქნა მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა. გზა სრულად გაწმენდილია ქვა-ღორღისგან, რომელიც ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩამოიტანა და ამ დროისთვის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×