რეზონანსი
23.07.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ექვსი პირი.

შსს-ს ცნობით, დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1960 წელს დაბადებული ა.გ., 1982 წელს დაბადებული გ.გ., 1999 წელს დაბადებული ლ.გ. და წარსულში ნასამართლევი პირები -1987 წელს დაბადებული ზ.ქ., 1978 წელს დაბადებული გ.დ. და 1994 წელს დაბადებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×