რეზონანსი
23.07.2025

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული უკრაინის უმაღლესი რადის მიერ ანტიკორუფციული სამსახურის შესახებ მიღებულ კანონს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა ხელს უშლის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას

„უკრაინული ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა ხელს უშლის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას. ველი, რომ უკრაინა კორუფციასთან მტკიცე ბრძოლას გააგრძელებს. ზუსტად ამიტომ, კიევში ვიზიტის დროს მე უკრაინის ეროვნული ანტიკორფციული ბიუროს და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებს შევხვდი“, - აღნიშნულია ვადეფულის განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება. მანამდე ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტები იყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონს ხელი უკვე მოაწერა, რასაც კიევში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×