რეზონანსი
23.07.2025

მდინარე ალაზანში 25 წლის ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "მეტრონომი" ავრცელებს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში იმ დროს მოხდა, როდესაც თანასოფლელებთან ერთად მყოფი ახალგაზრდა მდინარეში საბანაოდ შევიდა. ახალგაზრდა კაცი მორევმა ჩაითრია, იქ მყოფმა პირებმა კი მისი დახმარება ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის ცხედარს სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა მიაკვლიეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×