რეზონანსი
24.07.2025

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1962 წელს დაბადებული თ.ძ. და 1998 წელს დაბადებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციამ, დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნაგანის სისტემის რევოლვერი და მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, F1 ტიპის ხელყუმბარა ამფეთქი ფალიით, გპ-25-ის სასროლი მოწყობილობა 10 ჭურვით, 3 მჭიდი და 194 ვაზნა ამოიღო.

სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "კანაფი" და "ბუპრენორფინი".

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×