რეზონანსი
24.07.2025

ანდრო ჭიჭინაძის პასუხი ირაკლი კობახიძეს - სინდისის პატიმარი სასამართლო დარბაზიდან პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა და კობახიძე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დააადანაშაულა.

ირაკლი კობახიძემ, გუშინ, განაცხადა რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეები, წინა აქციების პერიოდში "გაჩენილი დაუსჯელობის განცდის გასაქრობად", დააკავეს. 

კობახიძის თქმით, "აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 30 ადამიანის დაკავება, პრევენციული მიზნებისთვის". 

დაკავებულმა მსახიობმა პირდაპირ თქვა, რომ კობახიძე "მითითებას აძლევს მოსამართლეს, რომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი".

როდესაც უმაღლესი თანამდებობის მქონე პირი, სასამართლო განხილვის პარალელურად აკეთებს კომენტარებს, რომელიც შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ეს არის ზეწოლა სასამართლოზე. მითითებას აძლევს მოსამართლეს, რომ გამოიტანოს გამამტყუენებელი განაჩენი და ეს არღვევს კონსტიტუციურ პრინციპებს.

თუ ვინმე დაზიანდა პოლიციელები აქციებზე ეს არის ძალიან ცუდი და ნამდვილად არავის უხარია, მაგრამ ის ადამიანები აქ მოდიან, დაზარალებულების ეგიდით და ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა და ჩვენთან პრეტენზიები არ აქვთ.ასე არ დგინდება სამართალი. უმისამართოდ, პერსონიფიცირების გარეშე არ ხდება დანაშაულის დადგენა. ამაზე ყველა ვთანხმდებით.  ის ადამიანები, რომლებიც პოლიციის ფორმით გოგოებს და ბავშვებს ურტყამდნენ, ისინი სად არიან? რატომ არ არიან დაჭერილი? მეოთხედ თუ მეხუთედ ვამბობ რომ ეს არის ზეწოლა სასამართლოზე. იმედია, გაუძლებთ მის მარწუხებს", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×