რეზონანსი
24.07.2025

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რადიკალური ოპოზიცია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდება.

„64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს ელოდებათ მძიმე მარცხი „ქართული ოცნებისგან“. იმისდა მიუხედავად, რა კონფიგურაციით იქნებიან რადიკალები წარმოდგენილი, როგორც სცენარს დადგამს საბოლოოდ მათი პატრონები საქართველოში, ყველას, ვინც შეეცდება ქართველ ხალხსა და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე სათანადოდ, დემოკრატიული პრინციპების დაცვით, არჩევნების გზით გარკვეული პაექრობა შესთავაზოს, ბუნებრივია, მძიმე მარცხი ელოდებათ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის პირველ შაბათს – 4 ოქტომბერს გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×