რეზონანსი
24.07.2025

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართელოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ და „კოკაინს“, შემდეგ კი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებას ახდენდნენ და სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“ და „კოკაინი“.

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘’ბ’’, მესამე ნაწილის ‘’ა’’ პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი ჯგუფურად და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 19-260 ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის ‘’ა’’ და ‘’ბ’’ პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ‘’ბ’’ და მეექვსე ნაწილის ‘’ა’’ პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×