რეზონანსი
25.07.2025

ნებისმიერი ძალა და ხელისუფლება, რომელიც არ იქნება „დიფ სთეითზე" დომოკიდებული და არ შეასრულებს მათ დავალებებს, მათთვის მიუღებელია. ეს არის ძალიან ძლიერი და დაუნდობელი ძალა, რომლის დამარცხება ერთი ხელის მოსმით აშშ-შიც კი გაძნელდა, ამიტომ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ ეს ბრძოლა მოიგოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენთან მიმართებით დავალება აქვთ მიღებული - რევოლუციების მომზადება, არეულობის შეტანა და პოლიციასთან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით დაპირისპირება, შემდგომ რომ გაამართლონ იმით, რომ თითქოს საქართველოს რუსული გავლენისგან იცავენ.

„ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატსაც კი ესროლეს ტყვია იმის გამო, რომ დონალდ ტრამპმა წინასწარ დააანონსა, რომ ამ ძალებს დაუპირისპირდებოდა, ამასაც კი არ მოერიდნენ. ევროპაში, სლოვაკეთში პირდაპირ ვინც დაუპირისპირდა, ფიცო - სიკვდილის პირას მიიყვანეს, უმძიმესი ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევით გადარჩა. ეს არის ძალიან ძლიერი და დაუნდობელი ძალა. ერთი ხელის მოსმით მათი დამარცხება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი გაძნელდა. ურთულესი ბრძოლაა, ამიტომ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ ეს ბრძოლა მოიგოს. საქართველოს რაც შეეხება, ერთი ერთში იგივე ხდება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არ ინდობენ და წარმოიდგინეთ, ჩვენდამი რა დამოკიდებულება აქვთ. ნებისმიერი ძალა და ხელისუფლება, რომელიც არ იქნება მათზე დომოკიდებული და არ შეასრულებს მათ დავალებებს, მათთვის მიუღებელია. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რასაც გეტყვით, ის უნდა შესრულდესო. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ამიტომაც წლებია, გვიპირისპირდება ამერიკის შეერთებული შტატების „დიფ სთეითიდან" დაწყებული, გლობალური ქსელით დამთავრებული. ურთულესი ბრძოლაა და ჩვენ აბსოლუტურად დავიცავთ თავს მხოლოდ ერთი რამის გამო და იმედად, ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა ამ საკითხში ჩვენი მთავარი ძალაა", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ყველგან ერთნაირი ნარატივია.

„იარლიყს მიაკერებენ - ის პრორუსია ან რუსული გავლენის ქვეშ იმყოფება და შემდეგ ტყვიას ესვრიან საარჩევნო კამპანიის დროს. ათასნაირ ზეწოლას მოახდენენ ამა თუ იმ ქვეყანაზე. საქართველოში „დიფ სთეითის" აგენტურაც ზუსტად ასე მოქმედებს. ყველაფერს რუსულს არქმევენ, რუსული, რუსული, რუსული. ერთი ახალგაზრდა კაცი იყო დაკავებული და იმან თქვა, რომ რუსული კონსერვი მაჭამეს საპატიმრო დაწესებულებაში, კარები რუსულად დახურეს, ქართულ ენაზე, მაგრამ რუსულად დაიყვირესო, უკვე სასაცილო დონემდე მივიდნენ. დავალება მიღებული აქვთ, რომ ეს იარლიყები დაკიდონ, რომ შემდეგ ყველა ის უმსგავსობა, რაც საქართველოში ხდება - რევოლუციების მომზადება, არეულობის შეტანა და პოლიციასთან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით დაპირისპირება - გაამართლონ იმით, რომ თითქოს საქართველოს რუსული გავლენისგან იცავენ. სინამდვილეში ეს „დიფ სთეითის" ნარატივია", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×