რეზონანსი
25.07.2025

ბათუმში ძლიერი საქართველოს წევრს ლევან ხორავას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 20 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლევან ხორავა მოსამართლემ შსს-ს წარმომადგენლის მოთხოვნით გაუშვა პატიმრობაში და ამასთანავე 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. 

საქმე ეხება პოლიციის კაპიტნის თეა ლაღაძის სარჩელს, რომელიც ირწმუნება, რომ 27 მაისს, ლელო ძლიერი საქართველოს ახალგაზრდული ორგანზაიციის თავმჯდომარის ლუკა ნაცვლიშვილის, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ლაღაძე საქმის გამომძიებელი იყო, ხორავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძლიერი საქართველოს არაერთი წევრი გახდა რეჟიმის სასამართლოსა და პოლიციის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, თუმცა ჩვენ ვერ დაგვამარცხებთ.

ლელო - ძლიერი საქართველო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას და გვჯერა რომ ქართველ ხალხთან ერთად მალე ვიზეიმებთ რუსულ ავტორიტარულ რეჟიმზე გამარჯვებას“, - ნათქვამია „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×