რეზონანსი
25.07.2025

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება სურს.

„ამ კვირაში ძალისხმევას გავწევთ იმისთვის, რომ პუტინთან და ტრამპთან მოლაპარაკებები ჩავატაროთ და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ლიდერების სტამბოლში შეკრება", - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, სტამბოლში უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები სამჯერ გაიმართა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა, მეორე - 2 ივნისს, მესამე კი - 23 ივლისს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×