რეზონანსი
25.07.2025

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, თურქეთი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტამბოლში შესახვედრად იმუშავებს. 

ერდოღანმა ჟურნალისტებს, დღეს, განუცხადა, რომ ამ კვირაში პუტინთან და ტრამპთან მოლაპარაკებებით ეცდებიან მათ სტამბოლში შეკრებას. 

ამ კვირაში, პუტინთან და ტრამპთან მოლაპარაკებებით, ჩვენ ვეცდებით ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ლიდერების სტამბოლში შეკრება," - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს. 

ცნობისთვის, ოთხშაბათს, მოსკოვმა და კიევმა სტამბოლში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართეს. მხარეებმა გაცვალეს წინადადებები სამშვიდობო პროცესის მომავალი განვითარების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×