რეზონანსი
26.07.2025

ევროკომისიამ პოლონეთისა და კიდევ 18 ქვეყნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დირექტივის შეუსრულებლობის გამო. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

დირექტივის შესრულების ვადა 2025 წლის 20 მაისს ამოიწურა. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლონეთის გარდა სანქციების აღსრულების პირობებს არღვევენ: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი და სლოვენია.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები არ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, ევროკომისია საქმეს ევროკავშირის სასამართლოში გადაამისამართებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×