რეზონანსი
26.07.2025

ასეთ დარტყმებზე დუმილი აბსოლუტურად შეუძლებელია და ამას უკრაინული შორი მოქმედების დრონები უზრუნველყოფენ, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.

„რუსულმა სამხედრო საწარმოებმა, რუსულმა ლოჯისტიკამ, რუსულმა აეროპორტებმა უნდა იგრძნონ, რომ რუსეთის ომს მათთვის რეალური შედეგები მოჰყვება. ჩვენი დრონების სიზუსტე, უკრაინის ყოველდღიური რეაგირება - ეს ერთ-ერთი იმ არგუმენტია, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს მშვიდობასთან", - წერს ზელენსკი „ტელეგრამ" არხზე.

მისი თქმით, რუსებმა კომბინირებული დარტყმა განახორციელეს და უკრაინას დრონებით და რაკეტებით, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, შეუტიეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×