რეზონანსი
26.07.2025

სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობებს, არამედ იყენებს საბჭოთა მეთოდებს და ყველაფერს რუსულს არქმევს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო არჩევნებში სასურველი შედეგი რომ ვერ მიიღეს, ამომრჩეველს დაემუქრნენ, რომ ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებდნენ.

„ევროკავშირის პრესსპიკერის თავის მართლება მესმის, მაგრამ ფაქტები სხვაზე მეტყველებს. გვახსოვს იგავ-არაკი „მამლის ქურდი" ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. გვახსოვს ფაქტები - უსამართლო რეზოლუციები, სანქციებში საქართველოს ჩართვის იძულება, ასევე ქუჩაში აურზაურის წახალისება, მიხეილ სააკაშვილის დემოკრატიის შუქურად გამოცხადება და, მისი თითქოსდა წამების ლეგიტიმაცია, მარშები ელჩების ჩართულობით, დემარშები და ა.შ. გვახსოვს, ასევე, მაგალითად დასავლეთის მიერ დაფინანსებული „ისფედის" არჩევნების გაყალბების მცდელობა, გვახსოვს ასევე, აქტიური მცდელობა, გაეხლიჩათ საზოგადოება და ხელისუფლება, თითქოს ერთი სხვა იყო და მეორე სხვა. ბოლო არჩევნებში როდესაც სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, სადაც პირდაპირ პაველ ჰერჩსნკი უშუალოდ ერეოდა და მოუწოდებდა, მათთვის სასურველი შედეგი დაეყენებინათ ამომრჩევლებს, შემდეგ უკვე დაემუქრნენ, რომ ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებდნენ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობებს, არამედ საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს და ყველაფერს რუსულს არქმევს.

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა დეპარტამენტმა ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ ცალმხრივ ცენზურას ეწევიან, ეს არის უსამართლობის ერთ-ერთი ფორმა. ჩვენ მზად ვართ, პარტნიორული ურთიერთობებისთვის, მაგრამ მიუღებელია დესტრუქციული წახალისებები, შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში პირდაპირი ჩარევები, არჩევნებში მათთვის სასურველი შედეგის იძულება და ამომრჩევლის მუქარა. იარაღად რუსული იარლიყის გამოყენება - აპრობირებული პრაქტიკაა, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ არამედ, აშშ-შიც ხედავთ, რომ რუსული იარლიყია ბრძოლის იარაღად გამოყენებული. თითქოსდა მარტივი ინსტრუმენტია, რომ ყველაფერი გადაფარო და ყველაფერს დაარქვა რუსული. გამჭვირვალობის კანონის რუსულად მონათვლის შემდეგ, როდესაც კითხვაზე

მისი თქმით, რუსული იარლიყის გამოყენებას ვხედავთ ევროკავშირის მხრიდანაც, რასაც ასევე ხედავენ აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში.

„ეს არის დასავლური ბიუროკრატიის, „დიფ სთეითის" სცენარი, რომელიც არა მხოლოდ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას უშლის ხელს, არამედ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამას უყურებს საფრთხედ და განიზრახა რომ „დიფ სთეითი" უნდა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა,

თავად ამერიკა გახდეს დამარცხებული. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის გლობალური პრობლემა, ამას სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების, თანამეგობრობის, ობიექტური და ფხიზელი დამოკიდებულება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×