რეზონანსი
26.07.2025

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აზუსტებენ, რომ მედიაში არასწორად მოხდა პრეზიდენტ ერდოღანის ციტირება. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, თურქეთი ცდილობს რუსეთისა და უკრაინის ლიდერების პირისპირ შეხვედრის ორგანიზებას და არა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, როგორც ეს მანამდე თურქულ მედიაში გავრცელდა.

განცხადებიდან ირკვევა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპთან კომუნიკაციის საშუალებით შეეცდება, ორგანიზება გაუწიოს ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას სტამბოლში.

„შემდგომში, კერძოდ, სავარაუდოდ, უკვე ამ კვირაში, პატივცემულ პუტინთან და ასევე პატივცემულ ტრამპთან მოლაპარაკებების საშუალებით, ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, შევძლებთ თუ არა ამ ლიდერების (პუტინისა და ზელენსკის) ერთად შეკრებას სტამბოლში", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 23 ივლისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლების რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინულმა მხარემ კვლავ დააყენა შეხვედრის უმაღლეს დონეზე გამართვის ინიციატივა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×