რეზონანსი
26.07.2025

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ა(ა)იპ ჯო­კია მეშ­ვე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის კულ­ტუ­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი და­ა­კა­ვა.

„სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია, ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ა(ა)იპ ჯო­კია მეშ­ვე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის კულ­ტუ­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ნ.ს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნ.ს. ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ხე­ლით ას­რუ­ლებ­და სა­ჯა­რო ფუნ­ქცი­ებს, რომ­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შიც იყო კულ­ტუ­რის ცენ­ტრი და მას­თან არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი ან­სამ­ბლი. ბრალ­დე­ბულ­მა დიდი ოც­ნე­ბით ქრთა­მის აღე­ბის მიზ­ნით, სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მი­თა და დარ­ბა­ზის 10 დღით ქი­რავ­ნო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, ქრთა­მის სა­ხით, 20 000 ლარი მოს­თხო­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლის მო­თხოვ­ნით, 5000 ლარი ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნდა ჩა­რი­ცხუ­ლი­ყო ა(ა)იპ-ის ან­გა­რიშ­ზე, ხოლო 15 000 ლარი უნდა გა­და­ე­ცათ მის­თვის.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვის შე­ნიღბვის მიზ­ნით ნ.ს.-მ ორი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ამ­ზა­და - ერთი ფარ­თის ქი­რავ­ნო­ბის, მე­ო­რე ფიქ­ცი­უ­რად კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნ.ს. და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის - 7 000 ლა­რის აღე­ბის ფაქ­ტზე.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6-დან 9-მდე წლამ­დე ვა­დით. აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში შე­საძ­ლო ჩარ­თუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა მო­ხე­ლე­თა მხი­ლე­ბის მიზ­ნით.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს და­იც­ვას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია და კა­ნო­ნე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უმ­კაც­რე­სი ზო­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, თე­ო­ნა დევ­და­რი­ან­მა უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

ვინ არის ლენ­ტე­ხის კულ­ტუ­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი?

„რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ააიპ „ჯო­კიო მეშ­ვე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის კულ­ტუ­რის ცენ­ტრის" დი­რექ­ტო­რი ნა­თია სვა­ნი­ძეა, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის, გია ონი­ა­ნის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 2025 წლის 24 თე­ბერ­ვალს და­ი­ნიშ­ნა.

მას 6-თვი­ა­ნი გა­მო­საც­დე­ლი ვადა ერთ თვე­ში ეწუ­რე­ბო­და. მა­ნამ­დე ცენ­ტრს მაყ­ვა­ლა გაზ­დე­ლი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ის გარ­და­იც­ვა­ლა.

და­კა­ვე­ბულ სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს ცხრა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×