
„საქსტატის" მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1%-ით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.4% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 56.1%-ით არის გაზრდილი.
წლევანდელ მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-0.6%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-2.5%).
რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, 2024 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 5.2%, ხოლო კერძო სახლებზე 5.7%-ით.
2025 წლის მე-2 კვარტალის მონაცემებით, გთავაზობთ საცხოვრებელი ბინების ფასებს, კვადრატულ მეტრზე, უბნების მიხედვით:
მთაწმინდა - 6 624 ლარი;
ვაკე - 5 856 ლარი;
ჩუღურეთი - 4 358 ლარი;
საბურთალო - 4 267 ლარი;
დიდუბე - 4 069 ლარი;
კრწანისი - 3 922 ლარი;
ნაძალადევი - 3 819;
ისანი - 3 813 ლარი;
გლდანი - 3 669 ლარი;
სამგორი - 3 468 ლარი.
ინფორმაციისთვის, ინდექსის გასაანგარიშებლად საჭირო მიკრომონაცემების მისაღებად, „საქსტატი" მონაცემებს აგროვებს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებების შემცველი ვებ-გვერდებიდან.
წყარო: bpn.ge