რეზონანსი
26.07.2025

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთის და უკრაინა ლიდერების შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

როგორც თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, მხარეებმა „პრინციპული შეთანხმება შეძლეს ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში შეხვედრასთან დაკავშირებით", თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება ეს.

მისი თქმით, მხარეებმა კონსენსუსს სტამბოლში გამართული რიგით მესამე მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს.

„შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხები იმის თაობაზე, როგორ და რა პირობებში უნდა შეხვდნენ ლიდერები. მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება თურქეთში ლიდერების სამიტის ჩატარებაზე. აქ მნიშვნელოვან როლს მომლაპარაკებელი ჯგუფები ასრულებენ.

რამდენადაც ვაგრძელებთ ამ საკითხის უფრო აწონილად განხილვას, ვხედავ შეხვედრისთვის მზაობას. მიმაჩნია, რომ ჩვენ ამავე სულისკვეთებით თუ გავაგრძელებთ, გაჩნდება დროებითი გადაწყვეტილება. ყველა არ არის მზად ამ წინადადებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ამისთვის პირობების შესაქმნელად", - აღნიშნა ფიდანმა მედიასთან საუბრისას.

სტამბოლში 23 ივლისს გამართულ მოლაპარაკებებზე ორი ქვეყნის ლიდერების აგვისტოს მიწურულამდე შეხვედრის ორგანიზების ინიციატივით უკრაინული მხარე გამოვიდა, თუმცა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნია. მისი თქმით, ასეთი სამიტის გამართვა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასასრულს იქნება შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×