რეზონანსი
27.07.2025

დილით ადრე სამოქალაქო აქტივისტებმა ფოიერვერკებით გააღვიძეს ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ. საუბარია პუტინთან დაახლოებულ სპორტსმენებზე, რომელთაგანაც ორი მოქმედი სამხედრო ოფიცერია და უკრაინის ომის მხარდაჭერის გამო საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება. 

სამოქალაქო აქტივისტებს თან ჰქონდათ ბანერი წარწერით: „დღეს ფოიერვერკია, ხვალ გრადები იქნება“. პლაკატზე ასევე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები „რუსი ღორებად" იყვნენ მოხსენიებულები. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, უკრაინელმა მოფარიკავემ დაამარცხა რუსი სპორტსმენი და მოქმედი სამხედრო ოფიცერი - სოფია ველიკაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×